გზების დეპარტამენტმა სატენდერო პროექტების შესახებ ინფორმაცია წინასწარ გამოაქვეყნა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული 29 პროექტი წინასწარ, ტენდერის გამოცხადებამდე ელექტრონულად გამოაქვეყნა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტენდერები მარტისა და აპრილის თვეებში ეტაპობრივად გამოცხადდება. კომპანიებს საშუალება ექნებათ, წინასწარ გაეცნონ პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და სატენდერო პირობებს, რათა უკეთ შეძლონ მომზადება ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესამე წელია, „ღია კარის დღეს“ ატარებს და კონტრაქტორებს წინასწარ აცნობს მიმდინარე წელს გამოსაცხადებელ სატენდერო პროექტებს, რამაც ტენდერებში მეტი კომპანიების მონაწილეობა და შესაბამისად მეტი კონკურენცია უზრუნველყო.

კორონავირუსული ინფექციის პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, დეპარტამენტი კონტრაქტორებთან „ღია კარის დღეს“ აღარ ჩაატარებს და ყველა საჭირო ინფორმაციას ელექტრონულად განათავსებს დეპარატმენტის ვებგვერდზე, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ დეპარატამენტის ელექტრონულ ფოსტაზე: info@georoad.ge.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიზანია სატენდერო პროცედურები უფრო მეტად გამჭვირავლე და ეფექტიანი გახდეს, დაინტერესებულ კომპანიებს საშუალება ჰქონდეთ ტენდერის გამოცხადებამდე გაეცნონ პროექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს უფრო უკეთ მოემზადონ და გარემოც მეტად კონკურენტუნარიანი გახდეს. უზრუნველყოფილი იქნება ღია გაჭვირვალე და თანაბარი პირობები ყველა ორგანიზაციისთვის.

დეპარტამენტი, კონტრაქტორ ორგანიზაციებს და დაინტერესებული ჯგუფებს, წინასწარ მიაწვდის ინფორმაციას ყველა ინოვაციისა და დაგეგმილი ცვლილების შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა