ბაზრობა „თერგის“ ფინანსური დირექტორის განცხადებით, ბაზრობის დირექტორი ბიზნესომბუდმენს შეხვდა და მისგან ელიან პასუხს, როგორ უნდა იმოქმედონ

ბაზრობა „თერგის“ ფინანსური დირექტორის განცხადებით, ბაზრობის დირექტორი ბიზნესომბუდმენს შეხვდა და მისგან ელიან პასუხს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ მოვაჭრეებთან მიმართებით.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

„დირექტორი წასული იყო გუშინ საღამოს და შეხვდა ბიზნესომბუდსმენს. ელოდება პასუხს მათგან. დღეს ეტყვიან, რა უნდა მოხდეს და რა უნდა გაკეთდეს. მიიღებენ გადაწყვეტილებას და გამოვუცხადებთ ამ ხალხს. მეტი მე არაფერი ვიცი. დირექტორი დილით იყო მოსული, მოიტანა ინფორმაცია. ავიყვანეთ ხალხი და გაესაუბრა მათ, უთხრა რომ გვაცალეთ, მოვა ინფორმაცია და გამოგიცხადებთ თქვენცო. დღეს უნდა იყოს პასუხი“,- განაცხადა „თერგის“ ფინანსურმა მენეჯერმა.

ცნობისთვის, ბაზრობა „თერგის" მოვაჭრეების ნაწილი გაიფიცა. როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი ბაზრობის ორი კვირით დაკეტვას და გადასახადის დროებით შეჩერებას მოითხოვენ.

იხიელთ ვიდეო: ბაზრობა "თერგის" მოვაჭრეების ნაწილი გაიფიცა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო