დავით ბაქრაძე - პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა შეამციროს პოლარიზებაც, პოლიტიკური დაძაბულობაც და მოახდინოს გიგი უგულავას შეწყალება

უგულავას გათავისუფლება ჩვენი პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბაქრაძის თქმით, პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით შეამციროს პოლარიზებაც, პოლიტიკური დაძაბულობაც და ჩვენი უცხოელი მეგობრების თვალში მოხსნას მძიმე ფაქტორიც საქართველოსთან მიმართებაში.

„საზოგადოებამ ნახა, რომ გიგი უგულავ აყოველგვარი შიშისა და ყოყმანის გარეშე ძალიან ღირსეულად წავიდა ციხეში და მას არ შეშინებია დაპატიმრების. უგულავას პატიმრობა და მისი გათავისუფლება არის საკვანძო საკითხი პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციაში. ამას ადასტურებს 8 მარტის შეთანხმებაც. ამას ადასტურებს სენატორების -რიშის და შაჰინის წერილიც. ამას ადასტურებს ევროპარლამენტარების ბოლოს გამოგზავნილი წერილი. ამიტომ უგულავას გათავისუფლება ეს არის ჩვენი პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი თემა და მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი, როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილება. მას არაერთგზის აქვს გაცხადებული,რომ მისი სურვილია შემცირდეს პოლარიზაცია და საქართველოში მოხდეს პოლიტიკური ვითარების განმუხტვა და ნორმალიზება. ახლა მას აქვს შესაძლებლობა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენებით შეამციროს პოლარიზებაც, შეამციროს პოლიტიკური დაძაბულობაც. მოხსნას ჩვენი უცხოელი მეგობრების თვალში ძალიან მძიმე ფაქტორიც საქართველოსთან მიმართებაში და ეს ყველაფერი მოახდინოს გიგი უგულავას შეწყალების გზით“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს გათავისუფლების შუამდგომლობით 13 მარტს მიმართა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა