გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა გარკვეულ კატეგორიაზე პროდუქტების გაცემას გეგმავს

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო, მიმდინარე არდადეგების პერიოდში, ბაგა-ბაღებში გამოსაყენებელი არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემას გეგმავს.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, პროდუქტები იმ აღსაზრდელებზე გაიცემა, რომელთა ოჯახებიც სოციალურად დაუცველთა სტატუსით სარგებლობენ.

„გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 6000 აღსაზრდელი გვყავს, თუმცა, პროდუქტების შეკვეთისას არა სიას, არამედ ბავშვთა დასწრების მაჩვენებელს ვითვალისწინებთ. იქიდან გამომდინარე, რომ არდადეგების გამოცხადებამდეც თავისუფალი დასწრების რეჟიმი გვქონდა ბაღებში და არც ისე მაღალი იყო დასწრება, შესაბამისად, არც პროდუქტები გვქონდა დიდი რაოდენობით შეძენილი. თუმცა, დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს მარაგში არსებული არცერთი პროდუქტი არ გაფუჭდება და მათ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს გადავცემთ. სამწუხაროდ, არ გვაქვს ის მარაგი, რომ ყველა აღსაზრდელზე გაიცეს, ამიტომაც, ამ წუთებში მიმდინარეობს მონაცემების დამუშავება და ახლო მომავალში გვეცოდინება, რამდენ აღსაზრდელზე და რა ფორმით გაიცემა პროდუქტი“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღანელმა, ლია კოვზიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა