საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 3-თვიანი ვადა ეწურებათ, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ

საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის 3-თვიანი ვადა ეწურებათ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციების გამო, სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ესპანეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ განუცხადა, თბილისში 15-მარტს თურქეთის გავლით, თბილისი-ვალენსიის რეისით უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა რეისი გაუქმდა.

“15 მარტისთვის მქონდა ფრენა ვალენსიიდან-თბილისში თურქეთის გავლით. გუშინ მივიღე შეტყობინება, რომ ფრენა გაუქმებულია. ასევე, როგორც გავიგე, ყველა სხვა ავიახაზებმა გააუქმეს ფრენები. ამასთანავე, გუშინწინ საღამოს ესპანეთში გამოცხადდა საგანგებო სიტუაცია და დაიხურა ყველა დიდი დაწესებულება და მათ შორის, აეროპორტები. ვადა შენგენის ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის მეწურება 20 მარტს და არ ვიცი, რა გზით უნდა დავბრუნდე საქართველოში”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქემ.

მისი თქმით, საქართველოს საკონსულოში, რომელიც ბარსელონაში მდებარეობს, დარეკვა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ხშირად დაკავებაა და ავტომოპასუხე პასუხობს, რომ ზარებს ესპანეთის დროით, დღის 3-დან 6 საათამდე იღებენ.

ამასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქემ უნდა მიმართოს ან ადგილობრივ საემიგრაციო სამსახურს კონსულტაციიისთვის ან საქართველოს საელჩოს კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც იგი იმყოფება.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ქვეყანას ამოქმედებული აქვს ინდივიდუალური რეგულაცია, შესაბამისად მსგავსი პრობლემის მქონე მოქალაქემ უნდა მიმართოს ან ადგილობრივ საემიგრაციო სამსახურს კონსულტაციიისთვის ან საქართველოს საელჩოს კონკრეტულ ქვეყანაში, სადაც იგი იმყოფება”, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ევროპის რამდენიმე ქვეყანამ საზღვრები ჩაკეტა და საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს