ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პირის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებამოსილებას დაცვის მხარესაც ანიჭებს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაცის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილეს, რომელიც პირის მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე დაკითხვის უფლებამოსილებას დაცვის მხარესაც ანიჭებს.

შესაბამისი ცვლილება კანონში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შედის, რომელმაც დაადგინა, რომ საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მეორე ნაწილი არის არაკონსტიტუციური, სწორედ ამიტომ, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მეორე ნაწილს ემატება პრიმა ნაწილი, რაც ამ პრივილეგიის დაცვის მხარისთვის მინიჭებასაც გულისხმობს.

ამასთან, როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, იმისთვის, რომ პროცესი იყოს მოქნილი, მართლმასჯულების განხორციელებას პრობლემა არ შეექმნას, დაცვის მხარემ ასევე უნდა მიუთითოს, რომ ამ პირის დაკითხვა დაცვის მხარისთვის არის მნიშვნელოვანი.

„საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მეორე ნაწილი არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ანუ ის ნორმა, რომელიც გამოძიების ეტაპზე მაგისტრანტი მოსამართლისთვის პირის მოწმედ წარდგენის შესაძლებლობას მხოლოდ ბრალდების მხარეს ანიჭებდა. ამ უფლებამოსილებით სარგებლობის პრივილეგია ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარე ვერ მონაწილეობდა ამ პროცესში. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით და საბოლოოდ არაკონსტიტუციურად ცნო ეს ჩანაწერი. მან გააუქმა ეს ნორმა, თუმცა გადაავადა ამოქმედება და მოგვცა ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ შესაბამისობაში მოვიყვანოთ ეს ჩანაწერი. ჩვენი შემოთავაზებული ცვლილებით გთავაზობთ, რომ დაცვის მხარესაც მივანიჭოთ უფლებამოსილება რომ დაცვის მხარემაც, იმ შემთხვევაში თუკი პირი უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრანატი მოსამართლის წინაშე პირის დაკითხვის. უნდა არსებობდეს ბალანსი დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა