გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატებმა გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობა დააყენეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობის საფუძველი იმ სამართალდამცველის ჩვენება გახდა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა.

საძაგლიშვილის განმარტებით, პოლიციელმა პავლე მაჭარაშვილმა იმ პიროვნების ვინაობა არ დაასახელა, ვისგანაც მიიღო ინფორმაცია, რომ თითქოს, გიორგი რურუას ცეცლსასროლი იარაღი ჰქონდა. ადვოკატი მიიჩნევს რომ აღნიშნული პოლიციელის მიერ შედგენილი პატაკი, რომლის საფუძველზეც რურუას ბრალი აქვს წარდგენილი, დასაშვები მტკიცებულება არ არის.

ცნობისთვის, გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო