სასესიო კვირის დაწყებამდე, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს პარლამენტის შენობაში დეზინფექცია ჩატარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სპეციალური ხსნარით დამუშავდა დარბაზები, დერეფნები და სამუშაო ოთახები.