ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე 3 მოწმე, მათ შორის კოტე კემულარია დაიკითხა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 3 მოწმე, მათ შორის, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი კოტე კემულარია დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორი გიორგი მუკბანიანი განმარტავს, დღეს დაკითხული მოწმეების ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას არ გამორიცხავს.

„მოწმეებთან ერთად მოვახდინეთ ვიდეოჩანაწერების დემონსტრირება, სადაც მათ ვერ ნახეს საკუთარი თავი კონკრეტულ მონაკვეთებში, სადაც ასახულია ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. მოწმეები ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ისინი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ესა თუ ის ძალადობრივი მოქმედება მიმდინარეობდა, მუდმივად არ ყოფილან ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით. შესაბამისად, აღნიშნული ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობას არ გამორიცხავს. შესაძლოა, დროის იმ მონაკვეთში, როცა ისინი ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად იმყოფებოდნენ, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობრივ ქმედებას, თუმცა, სხვა ადგილებში და იმ მონაკვეთებში ჰქონდა, რომლის შესახებაც ვიდეოჩანაწერები წარმოდგენილი გვაქვს სასამართლოში და მოვახდინეთ მათი დემონსტრირება.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოს არსებითი განხილვის დროს წარმოდგენილი იყვნენ მოწმეები, რომლებმაც სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია ირაკლი ოქრუაშვილის მიერ განხორციელებული ძალადობრივი მოქმედებების შესახებ, ასევე მის მიერ გაკეთებული მოწოდებების შესახებ, წარმოვადგინეთ ვიდეოჩანაწერები და სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები, სადაც დგინდება, რომ პირი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჯგუფურ მოქმედებებში, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილია“, - აცხადებს მუკბანიანი.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით კი, მოწმეთა ჩვენებებით იკვეთება, რომ აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენების მოთხოვნას შეუერთდნენ და სხვა მიზანი, მათ შორის, პარლამენტში შეჭრის, არავის ჰქონია. ადვოკატის თქმითვე, ყველა მოწმემ აღნიშნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო