„თიბისი“ მომხმარებელს ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს

დღეიდან, 2 თვის განმავლობაში, „თიბისის“ მომხმარებლები ინტერნეტ და მობაილბანკში გაუმჯობესებული პირობებით ისარგებლებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მომხმარებლების ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად, „თიბისის“ დისტანციურ არხებში ფიზიკური პირები საბანკო ოპერაციების და ტრანზაქციების განხორციელებისას შემდეგი პირობებით ისარგებლებენ:

0% საკომისიო ყველა ტრანზაქციის განხორციელებისას, მათ შორის: სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე ნებისმიერ ვალუტაში, კომუნალურ გადახდებზე, მობილურის ბალანსის შევსებაზე;

1%-ით მეტი წლიური სარგებელი ანაბრის ეროვნულ ვალუტაში გახსნისას;

პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას და კიდევ უფრო გაუმჯობესებული სავალუტო კურსი და გაზრდილი დღიური კონვერტაციის ლიმიტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა