მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი ხან პარტიის ოფისშია და ხან დისტანციური კომუნიკაცია გვაქვს

ბიძინა ივანიშვილი, ხან არის პარტიის ოფისში და ხან დისტანციური კომუნიკაცია გვაქვს მასთან.ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, მათ შორის, პარტიულ საქმიანობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ ჩანს ბიძინა ივანიშვილი.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველაფერი თავის ადგილზეა, "ვინც რას უნდა აკეთებდეს, ზუსტად იმას აკეთებს და ახალ ამბებს ნუ გამოვიგონებთ".

"მოდი, სპეკულაციისთვის ნუ გამოვიყენებთ კრიზისულ სიტუაციებს. აბსოლუტურად ყველა თავისი კომპეტენციისა და ლეგიტიმაციის ფარგლებში აკეთებს თავის საქმეს და ძალიან გთხოვთ, ახლა, ამ თემებიდან რაღაცების გამოყვანას ნუ შეეცდებით", - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ ფონდი "ქართუს" განცხადებაც ნახა.

„თქვენ ნახეთ ფონდი "ქართუს" განცხადებაც და როდესაც იმედიანად ხარ,რომ ქვეყანაში არსებობს სახელმწიფო სტუქტურებისგან ცალკე, დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არსებობს ადამიანი, რომლის იმედზეც შეგიძლიათ იყოთ ძალიან კარგად, გარდა იმ საქმიანობისა, რასაც ხელისუფლება ძალიან კარგად ახორციელებს. ასევე, გქონდეს იმედი, კონკრეტული ფინანსური, თუ სხვა პრობლემების შემთხვევაში გვერდიდან დამატებითი რესურსები გაჩნდეს, რაც მოსახლეობას ძალიან მოსწონს, მგონი, ეს კარგია. ამიტომ, მოდით, გავმიჯნოთ კომპეტენციები, ყველა აკეთებს თავის საქმეს", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა