ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას ახალი წესით მიიღებს

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისო საბჭოს დავალებისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოქალაქეების განცხადებებსა და ოფიციალურ კორესპონდენციას სამინისტროს შენობის მისაღებში განთავსებული სპეციალური ყუთის მეშვეობით მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ყუთი შესაბამისი უსაფრთხო წესით გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის სტრუქტურებსა და სამსახურებში განაწილდება.

„ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ, განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ვებგვერდზე (www.mrdi.gov.ge) განთავსებული შესაბამისი ველის ან საქართველოს ფოსტით (მის: ქ. თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი №12) საშუალებით.

მოქალაქეთა განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციის მიღების მსგავსი წესი გავრცელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ უწყებებზეც. სპეციალური ყუთის მეშვეობით კორეპონდენციას მიიღებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური განვითარების ფონდი“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა