„გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ იწყება

ლიტერატურული კონკურსი, რომლის მიზანიც, ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი ნიჭიერი ავტორების აღმოჩენაა, მეოთხე სეზონს იწყებს.

კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყება და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მათ, ვინც საკუთარი რომანის წიგნად გამოცემასა და სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, ეძლევა შანსი, რომ ეს ოცნება აისრულოს.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მე-4 წელია ატარებს. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე იცნობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტორები აგრძელებენ წერას.

ახლახან გამოიცა იაგო თვალაბეიშვილის რიგით მეორე წიგნი „გარდასულები“;

ასევე, ელის დოჯსონის რიგით მესამე რომანი „ამ მთისა და იმ ბარისა“;

მალე გამოიცემა „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობის“ ავტორის ნიკოლოზ ტოტოღაშვილის მეორე წიგნიც.

შეგახსენებთ, რომ „გახდი ბესტსელერის ავტორი2017-ის“ გამარჯვებულები არიან: თათული ღვინიანიძე, ია კარგარეთელი, შორენა ხუხუა, ელის დოჯსონი.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულები: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, ნათია ჯაგოდნიშვილი, გვანცა გუბელაძე, იაგო თვალაბეიშვილი, ვახტანგ ვახტანგაძე.

„გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის“ გამარჯვებულები კი თინათინ ბერიძე, თამარ გოდერიძე, ნანი მანველიშვილი, არჩილ ფირიაშვილი და ნიკოლას მაჩაბელი გახდნენ.

ამ­ჯე­რად, ას­პა­რე­ზი კი­დევ ერთხელ ეთ­მო­ბა, რო­გორც დამ­წყებ, ასე­ვე უკვე შემ­დგარ მწერ­ლებს.

კონ­კურ­სზე მი­ი­ღე­ბა მხო­ლოდ რო­მა­ნი. ჟან­რი და თე­მა­ტი­კა თა­ვი­სუ­ფა­ლია. კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, 18 წლის ასა­კი­დან.

გა­ნა­ცხა­დი უნდა შე­­ცავ­დეს შემ­დეგ ინ­ფორ­მა­ცი­ას:

გვა­რი, სა­ხე­ლი, ასა­კი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი, სა­ინ­ტე­რე­სოდ მო­ყო­ლი­ლი მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფია. იმის მი­თი­თე­ბით, გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია თუ არა ნა­მუ­შევ­რე­ბი კონ­კურ­სამ­დე (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყა­როს მი­თი­თე­ბა: წიგ­ნი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მა, სა­ი­ტი და სხვ.);- ინ­ფორ­მა­ცია უნდა გა­მო­იგ­ზავ­ნოს Word დო­კუ­მენ­ტით;

კონ­კურ­სან­ტის ფოტო (JPG ფორ­მა­ტი);

სა­კონ­ტაქ­ტო ინ­ფორ­მა­ცია;

სა­კონ­კურ­სო ნა­წარ­მო­ე­ბის მოკ­ლე აღ­წე­რა/სი­ნოპ­სი­სი (Word დო­კუ­მენ­ტი);

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი: 20-30 გვერ­დი, Word დო­კუ­მენ­ტი, შრიფ­ტი − Sylfaen, ზომა − 11.

გა­ნა­ცხა­დე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რა:

ნა­წარ­მო­ე­ბის და­სა­წყი­სი (20-30 გვერ­დი) და სხვა მო­თხოვ­ნი­ლი ფა­ი­ლე­ბი უნდა გა­მოგ­ზავ­ნოთ 1-ლი აპ­რი­ლი­დან 1-ლი მა­ი­სის ჩათ­ვლით შემ­დეგ ელ-ფოს­ტა­ზე: konkursi@palitra.ge;

ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ატ­ვირ­თვის შემ­დეგ კონ­კურ­სან­ტი ელ­ფოს­ტა­ზე მი­ი­ღებს შე­ტყო­ბი­ნე­ბას გა­ნა­ცხა­დის რე­გის­ტრა­ცი­ის შე­სა­ხებ;

გა­მომ­ცემ­ლო­ბის სა­რე­დაქ­ციო ჯგუ­ფი გა­ეც­ნო­ბა გა­ნა­ცხა­დებს და კონ­კურ­სზე და­უშ­ვებს იმ ავ­ტო­რებს, რო­მელ­თა გა­ნა­ცხა­დე­ბი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს გა­მომ­ცემ­ლო­ბის მიერ დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნებს კონ­კურ­სის წე­სე­ბი­სა და პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა