კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი დისტანციურად დაიწყო

16 მარტს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, გაზაფხულის სემესტრი, დისტანციური ფორმატით, საპილოტე რეჟიმში დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ის გახდა ერთ-ერთი კერძო უნივერსიტეტი, რომელმაც სწავლების ონლაინ პლატფორმა უმოკლეს დროში აამოქმედა და მოახერხა ყველა პროგრამის ამ მიმართულებით ადაპტაცია.

მათივე ინფორმაციით, სტუდენტებს ლექციების მოსმენა სასწავლო პროცესის მართვის სისტემა „გონის“ მეშვეობით შეუძლიათ. ასევე, გააქტიურებულია Webex-ის პლატფორმა, რომელიც ლექტორებსა და სტუდენტებს ონლაინ კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.

„უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და დეკანატები დისტანციური სწავლების შეუფერხებლად წარმართვისთვის, სტუდენტებს მუდმივ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით. უნივერსიტეტმა ჩაა­ტარ­ა სტუ­დენ­ტე­ბის და ლექ­ტო­რე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი, ასევე გადაამზადა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლი.

დისტანციური სწავლების რეჟიმი უნივერსიტეტში 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, შემდეგ კი მისი გახანგრძლივება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობასა და შესაბამისი სტრუქტურების მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს კლინიკური კურაციები 1 აპრილიდან დაეწყებათ.

„უცხოელ სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, სასწავლო პროცესი 1 აპრილიდან, ხოლო 30 მარტიდან საპილოტე რეჟიმში დაეწყებათ.

მათი სასწავლო ფორმატი დამოკიდებული იქნება ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე.

კავკასიის საერთაშორისო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ადმინისტრაცია გა­მოთ­ქვამს მზადყოფნას გა­უ­წი­ოს აქტიური დახ­მა­რე­ბა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც აქვთ სურვილი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის“,-ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა