მამუკა ხაზარაძე - მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის’’ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების გამო, მიზანშეწონილად მიაჩნია, ქვეყანა საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად მოემზადოს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო შეიქმნას.

„ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ საჭიროა კომპლექსური და სწრაფი ზომების მიღება კრიზისის სამართავად და დასაძლევად. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ შეიქმნას ანტიკრიზისული ინტერპარტიული საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს ყველა არსებული გამოცდილების, ენერგიის, იდეის შეჯერებას და განხორციელებას. ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ქვეყანა მოემზადოს საგანგებო მდგომარეობაზე გადასასვლელად. ინტერპარტიული, ანტიკრიზისული საბჭოს არსებობა ამ მოცემულობაში უზრუნველყოფს ყველა პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას და კრიზისის ერთობლივად, ეფექტიანად და დემოკრატიულად გადალახვას. მთავარ ამოცანად მიგვაჩნია ინტერპარტიული საბჭოს მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერა მედიკოსების, პოლიციელების, მესაზღვრეების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის, ვინც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ხაზზე დგას. ერთ-ერთ უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია ჩვენი ემიგრანტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სამშობლოში დაბრუნება. ამავე დროს, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული ჩვენთაგანის მოქალაქეობრივი ვალია, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, გადავდგათ ნაბიჯი ერთობისკენ და გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ შექმნილი მდგომარეობიდან“,-განაცხადა ხაზარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა