ეროვნული ბანკი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ განაცხადებს

ეროვნული ბანკი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ განაცხადებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების რეგულაციის გამარტივებისა და მისი პრინციპებზე დაფუძნებული მიდგომის განმტკიცების გადაწყვეტილება მიიღო.აღნიშნული გულისხმობს, რომ სესხის გამცემ სუბიექტებს მომხმარებლების დაკრედიტებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ტვირთი შეუმცირდებათ და რისკების მართვაში მეტი მოქნილობა ექნებათ. მათ შორის, შემცირდება სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის განსაზღვრული შემოსავლის ზღვრების ოდენობა.

აღსანიშნავია, რომ რეგულაციის ძირითადი პრინციპი უცვლელია და სესხის გამცემმა ორგანიზაცია მმსესხებელს ისეთი ფინანსური ვალდებულება არ უნდა დააკისროს, რომლის მომსახურებაც მომხმარებლისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ სირთულეს წარმოადგენს. უფრო დეტალურად პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციის გამარტივების შესახებ ხვალ გახდება ცნობილი.

ეროვნულ ბანკს რეგულაციის გამარტივების შესახებ საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ცვლილების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ონლაინ პლატფორმების საშუალებით მიაწოდოს.

ეროვნული ბანკის ვიცე - პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა, ხვალ, სოციალურ ქსელ Facebook - ის საშუალებით, ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და უპასუხებს პირდაპირი ჩართვის დროს დასმულ შეკითხვებს.ეროვნული ბანკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ პირდაპირი ეთერი 17 მარტს, 12:00 საათზე დაიწყება”,-აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა