სოფო კილაძე - როცა ასეთი ვითარებაა, დაუშვებელია ვინმემ ბოროტად ისარგებლოს და ფასები მოუმატოს სურსათზე თუ მედიკამენტებზე

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, ახალი კორონავირუსის შემთხვევების ფონზე, ქვეყანაში სურსათს ან მედიკამენტებზე ფასების მატებით ვინმე ბოროტად თუ ისარგებლებს, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, იმისათვის, რომ ყველა ასეთ შემთხვევას სამართლებრივი რეაგირება ჰქონდეს.

„როდესაც ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, სადაც საზოგადოების თითოეულ წევრს თავისი პასუხისმგებლობა აქვს იმ საერთო საქმისადმი, რომელსაც ყველა ვემსახურებით, დაუშვებელია ვინმემ ბოროტად ისარგებლოს და ფასები მოუმატოს სუპერმარკეტებში სურსათზე თუ აფთიაქებში სხვადასხვა მედიკამენტებს. ეს არის ამორალური ქცევა, ხელი მოითბონ კონკრეტულმა ბიზნესმენებმა ჩვენი საერთო გასაჭირიდან გამომდინარე. ყველას მოვუწოდებ, რომ ბოროტად ნუ ისარგებლებენ ამ შექმნილი მდგომარეობით და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ნებისმიერი ასეთი შემთხვევა, სადაც სურსათზე იქნება თუ წამალზე, თუ ვინმე ბოროტად ისარგებლებს, ყველა ასეთ შემთხვევას სამართლებრივი რეაგირება ჰქონდეს", - განაცხადა კილაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო