რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო ვადების განულება კანონიერად ცნო

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საპრეზიდენტო ვადების განულებას ეხება. საპრეზიდენტო ვადების განულების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილება გასულ კვირაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით დაამტკიცა.

აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საშუალებას მისცემს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ მიიღოს მონაწილეობა.

პროცედურულად, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება და ის განხილვას აღარ ექვემდებარება. 22 აპრილს რუსეთში რეფერენდუმია დაგეგმილი, სადაც მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მხარს უჭერს თუ არა ყველა საკონსტიტუციო ცვლილებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა