თენგიზ ცერცვაძე -  ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ

ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით თვითიზოლაციაში მოვათავსებთ, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამის საფუძველი ჩინურმა გამოცდილებამ მისცა, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელებული ეგონათ და გაწერეს, შემდეგ აღენიშნებოდათ სიმპტომები და შეაბრუნეს უკან კლინიკებში.

„პირველი პაციენტი, რომლის გამოჯანმრთელება და გაწერა ცოტა გაგვიჭიანურდა, დღეს გაეწერა. ველოდებოდით განმეორებითი გამოკვლევის პასუხს. დღეს განმეორებითი გამოკვლევის პასუხიც ლუგარის ცენტრიდან მოვიდა უარყოფითი. პაციენტი გაეწერა, ოღონდ მიაქციეთ ყურადღება, ასეთი წესი შევიმუშავეთ საქართველოში. ზოგ ქვეყანაში ეს წესი არის, ზოგში - არ არის. ზოგ ქვეყანაში პაციენტი, რომელიც ითვლება გამოჯანმრთელებულად წერენ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ის განკურნებულია და თავისუფალია.

ჩვენთან შევიმუშავეთ ასეთი წესი, რომელიც სავარაუდოდ უფრო სწორია. ეს პაციენტი ორი კვირის მანძილზე იქნება თავის ბინაზე თვითიზოლაციაში. ის არ გავა არც სამსახურში, არც კონტაქტში შევა სხვებთან. ამის საფუძველი მოგვცა ჩინურმა გამოცდილებამ, სადაც რამდენიმე ასეული პაციენტი, რომელიც ეგონათ გაჯანმრთელებული და გაეწერა, შემდეგ აღენიშნათ სიმპტომები ხელახლა და შეაბრუნეს უკან კლინიკებში. ჩვენ ვიჩენთ სიფრთხილეს და გაწერილ პაციენტებს ორი კვირით მოვათავსებთ თვითიზოლაციაში“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს