თენგიზ ცერცვაძე - მესამე პაციენტზე ველოდებით, რომ განმეორებითი ტესტიც უარყოფითი იქნება და კლინიკას ხვალ დატოვებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ლუგარის ცენტრიდან კორონავირუსზე კიდევ 14 პაციენტის ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ერთ-ერთმა პაციენტმა, შესაძლოა, სამედიცინო დაწესებულება ხვალ დატოვოს.

„14 ანალიზის პასუხს ველოდებით. არ არის გამორიცხული, რომ კიდევ დაგვემატოს, მაგრამ გვიან ღამით, ლუგარის ცენტრიდან 14 ანალიზის პასუხი უნდა მოვიდეს.

მესამე პაციენტს უარყოფითი პასუხი ჰქონდა. ხვალ განმეორებითი ტესტი ჩატარდება. ვინაიდან პაციენტს არავითარი კლინიკური ნიშანი არ აღენიშნება, პირველი პასუხი მკაფიოდ უარყოფითი იყო, მოველით, რომ მეორეც უარყოფითი იქნება და ის ხვალ კლინიკას დატოვებს“,- განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა