თენგიზ ცერცვაძე - ამჟამად პნევმონია 12 პაციენტს აქვს -  ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან დამთავრდება გამოჯანმრთელებით

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის, ინფორმაციით ამჟამად პნევმონია 12 პაციენტს აქვს. მათგან სამის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა.

როგორც მან აღნიშნა, პაციენტმა, რომელიც ყველაზე მძიმედ იყო, სიმძიმის პიკი გაიარა და გამოჯანმრთელებისკენ მიდის.

„ამჟამად 12 პაციენტს აქვს პნევმონია. ამ ინფექციას ახასიათებს დამძიმება იმიტომ, რომ ვირუსის გამრავლება გრძელდება ორგანიზმში. ოთხს ვთვლით პრობლემურად, მაგრამ პირველი, ვინც ყველაზე მძიმე იყო და ვისზეც ფრთხილად ვიყავით, მან გაიარა სიმძიმის პიკი და წავიდა გამოჯანმრთელებისკენ. დანარჩენი სამი შედარებით მძიმეა. ვვარაუდობთ, რომ ყველა შემთხვევა ჩვენთან დამთავრდება გაჯანმრთელებით და ჯერჯერობით სიკვდილის შემთხვევა არც ერთი არ გვექნება“,-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ისა ასევე შეეხო ინფიცირებული არასრულწლოვნებისა და იმ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომლებიც საჩხერეში იმყოფებიან.

„საჩხერეში მყოფი პაციენტები ძალიან კარგად არიან. ბავშვების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნა ცერცვაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამჟამად ახალი კორონავირუსით ინფიცირერების 33 შემთხვევა არის დადასტურებული. მათგან ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან დღეს გაეწერა, თუმცა თვითიზოლაციას გაივლის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს