საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი და წარდგენილი მტკიცებულებები და გაუპატიურების ფაქტზე ს.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული და სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 9 სექტემბერს დაახლოებით ქ. თბილისში, სოფელ აქთალადან ნავთლუღის დასახლებისაკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. „ველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.გ.-მ ძალის გამოყენებით ა.ი. გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ს.გ. 2016 წლის 12 სექტემბერს გარდაბნის რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.

„2018 წლის 29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ვინაიდან არასაკმარისად მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ს.გ. უდანაშაულოდ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა. აღნიშნული ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის განაჩენით. ბრალდების მხარემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი 2019 წლის 27 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც საქმის ზეპირი განხილვა ჩაინიშნა.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში დაფიქსირებული გარემოებები, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, დაზარალებულის და სხვა მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებები, რომელთა შეფასების შედეგადაც გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 27 მარტის გამამართლებელი განაჩენი, ს.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს