შვეიცარიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

შვეიცარიის ხელისუფლებამ 19 აპრილამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგიმ განაცხადა.

„აუცილებელია მტკიცე პასუხი გაეცეს კორონავირუსის გავრცელებას მთელ ქვეყანაში და ამის გაკეთება ახლაა საჭირო“ , - განაცხადა პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ყველა საჯარო და კერძო ღონისძიება გადაიდო. იგეგმება, ასევე, ყველა რესტორნისა და მაღაზიის დაკეტვა, რომლებსაც მოსახლეობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია. წესდება კონტროლი მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე - გერმანიასთან, საფრანგეთთან და ავსტრიასთან. მანამდე ასეთი კონტროლი მხოლოდ იტალიასთან იყო დაწესებული.

გამონაკლისია დაშვებული საყოფაცხოვრებო პროდუქტების მაღაზიებისა და აფთიაქებისთვის.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს