საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება

საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამავე ვებ-გვერდის მონაცემების მიხედვით, არ გაზრდილა ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა და 33-ს შეადგენს.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ სტაციონარში მეთვალყურეობას 64 ადამიანი გადის.

ცნობისთვის, დღეს ინფექციური საავადმყოფოდან კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა უკვე გაეწერა. შესაბამისად, ქვეყანაში ინფიცირების 32 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა