ეროვნული ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სპეციალურ ღონისძიებებს მიმართავს

მსოფლიოსა და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი 16 მარტიდან, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, თანამშრომელთა 50 პროცენტი დისტანციურად ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. იმავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ეროვნული ბანკის როგორც ცენტრალური და დამხმარე ოფისების, ისე საკასო ცენტრის სადეზინფექციო წესით დამუშავების პროცედურა.

„როგორც ცნობილია, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ. ამ პერიოდში, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებ პლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით. ასევე, 1-ლი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მოახდენს მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით - www.moneymuseum.nbg.gov.ge" , - აღნიშნულია სებ-ის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო