„ქართული ფონდი“  იმ ქართველების დასახმარებლად, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები სამშობლოში დასაბრუნებლად, კამპანიას იწყებს

გავრცელებული კორონავირუსის შედეგად, საზღვარგარეთ ფინანსური შესაძლებლობების გარეშე დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის ინიციატივით, მის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი, „ქართული ფონდი“ იწყებს საზოგადოებრივ კამპანიას თანხის შესაგროვებლად, რათა მოხდეს იმ ქართველების დახმარება, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები სამშობლოში დასაბრუნებლად. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" „ქართული ფონდი“-დან აცნობეს.

"კორონავირუსის შედეგად გამოწვეული საერთაშორისოდ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ნაწილი იმყოფება უმძიმეს ვითარებაში. ბევრმა მათგანმა გაუქმებული რეისების გამო ვერ მოასწრო სამშობლოში დაბრუნება, ზოგი კი დარჩა უსამსახუროდ, საკვები და საცხოვრებელი ადგილის გარეშე, რაც ნათლად ჩანს მათი მოთხოვნების და გავრცელებული რეპორტაჟების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს მათი ინტერესების დაცვას, ვფიქრობთ ჩვენი პასუხისმგებლობა ნამდვილად არის ამ ადამიანებზე ზრუნვა. ჩვენს თანამემამულეებს სასწრაფოდ სჭირდებათ დახმარება, რათა უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საქართველოში",- ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მათივე ცნობით, იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი ახორციელებს პირველ დონაციას, მოუწოდებს ფონდის საერთაშორისო პარტნიორებს, მის მეგობრებს და ასევე ქართულ საზოგადოებას ჩაერთონ აღნიშნულ აქტივობაში.

"ვთვლით, რომ ნებისმიერი დონაციის რაოდენობა მნიშვნელოვანია. შემოსული თანხა გამჭვირვალედ და ღია პრინციპით დაიხარჯება საქართველოს საგარეო სამინისტროსთან კოორდინაციის და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ყველა პრიორიტეტის და ლოჯისტიკური დეტალების გათვალისწინებით", -ნათქვამია ინფორმაციაში.

„ძვირფასო ქართველებო, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ჩვენს ძმებს და დებს, მათ ვინც დარჩენილები არიან საზღვარგარეთ ძალიან რთულ კონდიციაში. ამ მიზნით, გამოვიყენებთ ყველა საერთაშორისო კონტაქტს რაც გვაქვს, იმისთვის, რომ „ქართული ფონდი“ დაეხმაროს ჩვენს მოქალაქეებს, ვინც რთულ მდგომარეობაშია ამ პანდემიის შედეგად და არ აქვს საკუთარი სახსრები სამშობლოში დასაბრუნებლად. ჩვენი ინიციატივა განხორციელებული იქნება საქართველოს მთავრობის და დიპლომატიურ კორპუსთან შეთანხმების და კოორდინაციის მიხედვით, რათა უმაღლეს დონეზე იქნეს დაცული ყველას უსაფრთხოება. საუკეთესო სურვილებით და ღრმა პატივისცემით იოანე ბაგრატიონ-მუხრანელი" ,-ნათქვამია იოანე ბაგრატიონ-მუხრანელის მიმართვაში.

გთხოვთ იხილოთ „ქართული ფონდი“-ს საბანკო ანგარიშები, სადაც შეძლებთ დონაციის განხორციელებას:

ააიპ ქართული ფონდი (404483171)

საქართველოს ბანკი

SWIFT: BAGAGE22

ანგარიშის ნომერი:

ქართული ლარი (GEL) GE26BG0000000712903200GEL

52, ვერცხლის ქ. თბილისი

0105, საქართველო

info@georgianfoundation.ge

US Dollar (USD) GE26BG0000000712903200USD

USD Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA; SWIFT: CITIUS33

EURO (EUR) GE26BG0000000712903200EUR

EUR Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF

British Pound (GBP) GE26BG0000000712903200GBP

GBP Intermediary Bank: Citibank N.A., London, UK; SWIFT: CITIGB2L

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა