სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგისმსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში თანამშრომელთა და ბენეფიციართა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოიცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სამსახურში გამოცხადება ეკრძალებათ სააგენტოს იმ თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში იმყოფებოდნენ, ან კონტაქტი ჰქონდათ ამ ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან ან ინფიცირებულთან. აღნიშნულ პირებს სამსახურში გამოსვლა შეუძლიათ საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ.

სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფთან შეთანხმებით, დისტანციური მუშაობაზე გადადიან ქრონიკული დაავადებების, ასევე სხვა და სხვა სახის იმუნოდეფიციტის მქონე პირები და ორსულები.

დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა ეხება სოციალურ მუშაკებსაც. მინდობით აღზრდისა და მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციართა შემთხვევებზე სოციალურმა მუშაკებმა სატელეფონო კონტროლი უნდა მოახდინონ. ადგილზე გასვლა კი უნდა მოხდეს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში.

აღნიშნული ეხება სააგენტოს სხვა თანამშრომლებსაც, დირექტორის, მისი მოადგილეების, დეპარტამენტების და სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელი პირების გარდა.

„ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა კრიზისული ცენტრებიც. შეწყდა მოქალაქეების მიღება და შესაბამისად ბენეფიციარებს მომსახურება დისტანციურად გაეწევათ. გადაუდებელ შემთხვევაში, ბენეფიციარის ოფისში მიღებისას, აიკრძალა ერთდროულად ერთზე მეტი პირის მომსახურება. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრში კვლავ დარჩება და იმუშავებს ცხელი ხაზის ოპერატორი.

ბრძანების თანახმად, სააგენტოს ცენტრალურმა აპარატმა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებმა უნდა უზრუნველყონ შენობა-ნაგებობების დღეში სამჯერ, სველი წესით დასუფთავება შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

სააგენტოსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში განცხადებების მიღება განხორციელდება ელექტრონულად, მისამართზე - infocareagency@moh.gov.ge გამონაკლის შემთხვევაში კი დოკუმენტების მიღება მოხდება სპეციალურად განთავსებული ყუთების გამოყენებით“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა