გაერო-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

გაერო-ს თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა. თუმცა, ის შენობაში კოლეგებს არ დაკონტაქტებია. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თანამშრომელი, რომელსაც დაავადება დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს. ის გაერო-ს თანამშრომელთაგან არავის დაკონტაქტებია მას შემდეგ, რაც სიმპტომები გამოუვლინდა“ , - განაცხადა დიუჟარიკმა.

მისი თქმით, ნიუ-იორკში გაერო-ს თანამშრომელთა რაიმე სახის დაავადებები გავლენას არ იქონიებს ორგანიზაციის მუშაობაზე, ვინაიდან, დაავადების გავრცელების რისკების წინააღმდეგ ძლიერ ზომებს იღებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო