დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი,  სავარაუდოდ, გაგრძელდება "ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა, უფრო მეტ ხანს"

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. ტრამპმა ახალი კორონავირუსის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა კრიზისმა აშშ-ში, შესაძლოა ზაფხულამდე გასტანოს.

ტრამპის თქმით, აშშ-ში ვითარება, სავარაუდოდ, გაგრძელდება "ივლისამდე ან აგვისტომდე, შესაძლოა უფრო მეტ ხანს".

დონალდ ტრამპმა აშშ-ისთვის მომდევნო 15 დღის განმავლობაში სამოქმედო გაიდლაინებზე ისაუბრა.

მან აშშ-ს მცხოვრებლებს ურჩია, თავი შეიკავონ ბარების, რესტორნებისა და საზოგადოებრივი სივრცეებისგან, ასევე მოგზაურობისგან, თუკი აუცილებელი არ არის.

ასევე , ახალი გაიდლაინის თანახმად, ხალხმა უნდა აირიდოს თავიდან 10 – ზე მეტი ადამიანის შეკრება.

ცნობისთვის, აშშ-ში ახალ კორონავირუსს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებლთა რიცხი 4000-ს აჭარბებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა