რუსეთი უცხო ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომელიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს 18 მარტიდან 1 მაისამდე ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად, ასევე კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს დაევალა დააწესოს ქვეყანაში შემოსვლის დროებითი აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, მათ შორის ბელორუსიადან მომავალი პირებისთვის, 18 მარტის 00:00 საათიდან 1 მაისის 00:00 საათამდე,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

შეზღუდვა არ შეეხებათ დიპლომატიური მისიების თანამშრომლებს, საერთაშორისო მარშრუტზე მოძრავ ავტომობილების მძღოლებს, გემების, თვითმფრინავებისა და მატარებლების ეკიპაჟებს, ოფიციალური დელეგაციის წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც დიპლომატიური და სამსახურეობრივი ვიზები აქვთ, ან რუსეთში ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო ჩადიან, ასევე სატრანზიტო თვითმფრინავების მგზავრებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა