კანადა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად კანადა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრებს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა არ შეეხებათ აშშ-ის მოქალაქეებსა და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს.

„ადამიანებს, რომლებიც კანადის მოქალაქეები, ან მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები არ არიან, კანადაში შემოსვლაზე უარს ვეტყვით,“ - განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და მოქალაქეებს სახლებში დარჩენისა და სოციალური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვისკენ მოუწოდა.

„სახლში დარჩენა საზოგადოებისა და ერთმანეთის დასაცავად საუკეთესო ნაბიჯია,“- აღნიშნა პრემიერმა, რომელიც ამ დრომდე კარანტინში რჩება იმის გამო, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, კანადაში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 4-მდე, დაინფიცირებულთა კი - 407-მდე გაიზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა