ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, სადაც ნინო ქადაგიძეს უსმენენ, ფრაქციის წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ დატოვა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ხელისუფლება მოსწრებაზეა, რომ ნინო ქადაგიძე დაამტკიცოს.

"მიმაჩნია, რომ ძალიან უადგილო იყო და არადროული ეს გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის მიერ იყოს განხილული ნინო ქადაგიძის კანდიდატურა. ამ ვითარებაში ჩვენ მაქსიმალურად თავს ვარიდებთ ხელისუფლების ოპონირებას, მიგვაჩნია, რომ ეს არ არის სწორი გამომდინარე კორონავირისით შექმნილი პრობლემებიდან. მიგვაჩნია, რომ რაღაც დონეზე თვითცენზურა უნდა განვახორციელოთ ჩვენი თავის მიმართ რადიკალური ოპონირების მხრივ. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, განხილვა არ მიმაჩნია სწორად. გამოდის, რომ მოსწრებაზეა ხელისუფლება ეს კანდიდატურა დაამტკიცოს. ჩვენ მთლიანი პროცესის მიმართ სკეპტიკური პოზიცია ჯერ კიდევ მოსართლეობის კანდიდატების განხილვის დროს დავაფიქსირეთ, არაფერი ამ თვალსაზრისით ჩვენთვის არ შეცვლილა. უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა შერჩეულია უსამართლოდ, არასწორად, მივიღეთ ინსტიტუცია, რომელიც პოლიტიკურად მართვადია და არ არის დამოუკიდებელი, ეს კი ვერ შეიცვლება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან მიმართებაში, ამიტომ ამ კანდიდატს ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და არც კენჭისყრაში მონაწილეობა მიგვაჩნია სწორად,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო: "დამოუკიდებელი დეპუტატები" უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ქადაგიძის კანდიდატურის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს