უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას

გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ქადაგიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა მისთვის კომფორტის ზონა არ არის, თუმცა მისი როგორც იურისტის ვალდებულება ამ გამოწვევის მიღებაა.

„გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად არ მეგონა თუ მეყოფოდა გამბედაობა და საზოგადოებას ამ თანამდებობაზე შევთავაზებდი ჩემს კანდიდატურას, თუმცა მივიჩნიე, რომ ჩემი მხრიდან ეს შანსი გამოყენებული უნდა იქნას რამდენადაც ვფიქრობ, რომ ქართულ მართლმსაჯულებას პირველად ეძლევა შესაძლებლობა, წარდგენილ იქნეს ის კანდიდატი, რომელიც კარიერული მოსამართლეა და რომელიც სასამართლო რეფორმის თითქმის ყველა ეტაპზე პირდაპირ და აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თავმჯდომარის პოზიცია ჩემთვის ნამდვილად არ არის კომფორტის ზონა, მაგრამ ვთვლი, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის და იურისტის ვალდებულებაა, მივიღო ეს გამოწვევა. ბუნებრივია, მე საზოგადოებისთვის ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ აქტიური და ხელშესახები როლი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩემ უკან მდგომი არც თუ ისე დიდი მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ მძლავრი სასამართლო კორპუსი,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა