ნინო ქადაგიძე - საპარლამენტო უმცირესობაში არიან ადამიანები, ვინც სასამართლო რეფორმის სათავეებთან იდგნენ - ვიცი, მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება

ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმის სათავეებთან იდგნენ და მინდა მათი წვლილიც ხაზგასმული იყოს, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიძემ სასამართლო სისტემის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა და ამ პროცესში საკონსტიტუციო ცვლილებების, მე-9 მოწვევის პარლამენტისა და ოპოზიციის როლი გამოყო.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოსამართლის და სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები არ არის მრავალსაუკუნოვანი კულტურით დაცული, უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებები. საქართველოს კონსტიტუციაში ბოლო დროს შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ფორმირების პროცესში და ხელისუფლების სხვა შტოებისგან არასათანადო კავშირებისა თუ გავლენებისგან მისი დაცვის თვალსაზრისით. ამ მიმართებით მინდა განსაკუთრებული ხაზგასმით აღვნიშნო მიმდინარე მოწვევის პარლამენტის დამსახურება. ვფიქრობ, ამ პარლამენტმა ისტორიული როლი შეასრულა ამ მიმართულებით. აქვე მინდა ოპოზიციის როლი აღვნიშნო, რამდენადაც ოპოზიციაში, საპარლამენტო უმცირესობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სასამართლო რეფორმირების სათავეებში იდგნენ და მინდა მათი წვლილიც ხაზგასმული იყოს. ვიცი, რომ მათი მხარდაჭერის იმედი დღეს არ მექნება, მაგრამ მინდა ამ პროცესისადმი მათი დამოკიდებულების მიმართ ჩემი პოზიცია და პატივისცემა ხაზგასმით აღვნიშნო,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა