ნინო ქადაგიძე - მოსამართლე თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან - თავმჯდომარე უნდა იყოს გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება

მოსამართლის გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღვნიშნო შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ქადაგიძემ სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„მოსამართლე დაცული უნდა იყოს არამხოლოდ გარე ზეგავლენისგან, არამედ სასამართლოს შიგნით არსებული შესაძლო ზემოქმედებისგან. გარე ზეგავლენის დაცვის აუცილებლობაზე უკვე აღარავინ კამათობს, მაგრამ შიდა ზეწოლების გამორიცხვის აუცილებლობა ხაზგასმით უნდა აღვნიშნო. მოსამართლე უნდა იყოს თავისუფალი ნებისმიერი მითითებისა თუ ზეწოლისგან და ეს პირველ რიგში, უნდა გამოირიცხოს თავმჯდომარის მხრიდან. თავმჯდომარე უნდა იყოს იმის გარანტი, რომ მოსამართლე დაცული იქნება ნებისმიერი გარე თუ შიდა ზეწოლისგან,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა