მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ ე.წ. ნომერ მესამე პაციენტზე განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხები ჯერ კიდევ მოწმდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ე.წ. ნომერ მესამე პაციენტზე განმეორებით ჩატარებული ტესტის პასუხები ჯერ კიდევ მოწმდება.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი კლინიკას მანამდე ვერ დატოვებს, ვიდრე საკარანტინო პერიოდი არ გავა.

„განმეორებითი ტესტის შემთხვევას რაც შეეხება, ტესტი ჯერ კიდევ მოწმდება. ამ ეტაპზე პაციენტი ჯერ არ დატოვებს კლინიკას იქიდან გამომდინარე, რომ მისთვის საკარანტინო ვადა არ არის გასული. ეს ვადა გაიზარდა, დაავადების პროგრესირების ყველაზე მსუბუქ შემთხვევაზე ადრე იყო 14 დღე და ახლა გაიზარდა 20 დღემდე. აქედან გამომდინარე, ამ პაციენტისთის ჯერ ეს ვადა არ არის გასული. ეს პაციენტი ჯერჯერობით ჩვენთან დაკვირვებას გააგრძელებს და როდესაც გვექნება საბოლოო პასუხი, გავწერთ ბინაზე“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი ჯამში 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ე.წ. ნომერ მესამე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. აღნიშნული პაციენტი ირანში ე.წ. ნომერ პირველ დაინფიცირებულ პაციენტთან ერთად მოგზაურობდა, რომელიც თავის მხრივ უკვე გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა