უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი - ნომერ პირველი გამოწვევაა საქმეთა რაოდენობა - საზოგადოება არ დაიჯერებს, რა რაოდენობის საქმეები მოდის კასაციაში

საკასაციო სასამართლოში დღეის მდგომარეობით, 1224 - ადმინისტრაციული, 1255 - სამოქალაქო და 1082 სისხლის სამართლის საქმეა. ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნინო ქადაგიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სასამართლოს ძირითადი გამოწვევა საქმეთა რაოდენობაა. მისივე შეფასებით, განსაკუთრებით მძიმე სასამართლოს ქვედა ინსტანციებში არსებული მდგომარეობაა.

„ძირითადი გამოწვევა, რასაც მე, როგორც მოქმედი მოსამართლე ვუყურებ, არის საქმეთა რაოდენობა. შესაძლებელია ადამიანმა მიიღოს სწორი მართლმსაჯულება, მაგრამ როდესაც მართლმსაჯულება დროში უსასრულოდ არის გაწელილი, შესაძლოა ასეთ მართლმსაჯულებას ინტერესი დაეკარგოს.

კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ კიდევ ერთხელ გადავატაროთ ეს დატვირთვა ჩვენს მხრებზე და რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დავასრულოთ მართლმსაჯულება. გარდა ამისა, პარალელურად, აუცილებელია საპროცესო კანონმდებლობაში რიგი ცვლილებების განხორციელება.

ნომერ პირველი გამოწვევა არის საქმეთა რაოდენობა და ის დიდი ნაკადი, რომელიც დაუსრულებლად მოდის სასამართლოში. საზოგადოებაც არ დაიჯერებს, რა რაოდენობის საქმეები მოდის კასაციაში. დღეის მდგომარეობით, ადმინისტრაციულ სასამართლოშია 1224 საქმე, რაც კასაციისთვის უზარმაზარი რაოდენობაა, სამოქალაქო - 1255 საქმე, 1082 -სისხლის სამართლის საქმე. ეს არის მხოლოდ კასაციის მონაცემები. ბევრად უფრო მძიმეა ქვედა ინსტანციებში მდგომარეობა. თუ მე მხარდაჭერილი ვიქნები პარლამენტის მხრიდან, შევხვდები ყველა ჩემს კოლეგას სათითაოდ და ყველა მათგანთან გავივლი საკითხს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის ამ ეტაპზე რამენაირად დაძლევა მანამ, სანამ საკანომდებლო ცვლილებები დაგვეწევა“, - განაცხადა ქადაგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო