მარინა ეზუგბაია - კორონავირუსისგან განკურნებული პირველი პაციენტის თავისუფლად გადაადგილების საკითხი ერთკვირიანი თვითიზოლაციის შემდეგ გადაწყდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა და კლინიკიდან გუშინ გაეწერა, ერთკვირიან თვითიზოლციის პერიოდს გაივლის.

მისი თქმით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი დააკვირდება.

„გუშინ რომ გაეწერა პაციენტი, მასთან გასული იყო ჩვენთან ყოფნის სამკვირიანი პერიოდი. პასუხიც ორჯერ უარყოფითი იყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი კვირა თვითიზოლაციაში უნდა იყოს. მას დააკვირდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი და ერთკვირიანი შეფასებითი შედეგის შემდეგ გადაწყდება მისი თავისუფალი გადაადგილების საკითხი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, დროისთვის კორონავირუსი ჯამში 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი სრულად გამოჯანმრთელდა და ინფექციური საავადმყოფო გუშინ დატოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა