ონლაინ სწავლების გარდა BTU-ს სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის ყველა სერვისი დისტანციური გახდა

სწავლების დისტანციურად წარმართვის პარალელურად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტი სერვისებს დისტანციურად მიაწვდის სტუდენტებს. სერვისებს შორისაა: კარიერული ცენტრის, საგარეო ურთიერთობათა სამსახურის, ბიბლიოთეკის, კვლევითი ცენტრის, მეწარმეობის ცენტრის, IT სამსახურის, ხარისხის მართვის სამსახურის, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის, ფაკულტეტის, პროექტების მართვის და სხვა ერთეულების გეგმიური აქტივობები, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე არ გაუქმდება, შეიცვლის ფორმატს და გაგრძელდება დისტანციურად.

„ჩვენი სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უსაფრთხოება ჩვენთვის უპირველესია. იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო პროცესი პირველ აპრილამდე შეჩერდა, გადავწყვიტეთ სწავლების ონლაინ პლატფორმის ამოქმედების პარალელურად, უნივერსიტეტის სხვადასხვა დეპარტამენტმა სერვისებიც ონლაინ მიაწოდოს სტუდენტებს და პროფესორებს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებმა არა მხოლოდ სასწავლო პროგრამის ონალინ რეჟიმში მიღება შეძლონ, არამედ მათ არ შეუწყდეთ წვდომა იმ დამატებით სერვისებზე, რომლებსაც უნივერსიტეტი სთავაზობს. ჩვენს ბაზაზე არსებული მძლავრი ტექნოლოგიური პლატფორმები ამის საშუალებას გვაძლევს, სტუდენტისთვის ყველა საუნივერსიტეტო სერვისი დისტანციურად გახდა ხელმისაწვდომი,’’ - აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

შეთავაზებული სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ მრავალფეროვანია და ის სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ზოგადად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერიტეტის გამორჩეულია სწორედ იმ შესაძლებლობებითა და სერვისებით, რომლებსაც უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული დეპარტამენტები სთავაზობენ სტუდენტებს, ახლა უკვე სრულად დისტანციურად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა