საქართველოში კორონავირუსი 35-ე პირს დაუდგინდა

35-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, ვისაც საქართველოში ახალი კორონავირუსით დაუდგინდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური საავადმყოფოდან აცნობეს, ახალი კორონავირუსი წუხელ ღამით და დღეს დილით, შესაბამისად, ორ პაციენტს დაუდასტურდა.

ამასთან, კლინიკის პრესსამსახურის განმარტებით, 1 პაციენტს კორონავირუსი ორჯერ ჩატარებული ტესტით დაუდგინდა, მეორე პაციენტთან მიმართებაში კი დადებითი პასუხი პირველმა ტესტმა აჩვენა, განმეორებითი ტესტი კი ამჟამად უტარდება.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 35 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ვირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 35-მდე გაიზარდა

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს