“საქსტატის” მონაცემებით, IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა

“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.6 ლარით გაიზარდა და 1 319.6 ლარი შეადგინა.

“სტატისტიკის ეროვნული სამსახურის” ანგარიშის თანახმად, 2019 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. კერძოდ, საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 216.3 ლარი (წლიური ზრდა - 3.3 პროცენტი); ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 071.3 ლარი (წლიური ზრდა - 12.4 პროცენტი); მშენებლობა - 2 037.1 ლარი (წლიური ზრდა - 4.1 პროცენტი); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 1 935.9 ლარი (წლიური ზრდა - 1.8 პროცენტი) შეადგინა.

ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ევროპული მედიაცია ქართულ პოლიტიკურ კრიზისში: რას (ვერ) ჩავწვდით?
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული