განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამაკაცს, რომელსაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება და პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად, 22 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული რ.ბ დამნაშავედ ცნო.

„სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა რ.ბ-მ, 2019 წლის 25 ივნისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რ.გ.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად რ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს რ.ბ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა შ.ს.ს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებს, რომლებიც მის დასაკავებლად ოპერატიულ ღონისძიებებს ატარებდნენ. სროლის შედეგად ორი სამართალდამცველი ფ.ა და ბ.მ. ფეხის არეში დაიჭრა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი რ.ბ. 2019 წლის 26 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით, 3531 მუხლის მეორე ნაწილით და 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით წარედგინა (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი არაერთგზის პოლიციელზე თავდასხმა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ რ.ბ სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 22 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა