რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას" არ მივცემთ საბაბს, ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს, ჩიხში შეიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ეს გადააბრალოს ოპოზიციას

„ქართულ ოცნებას" არ მივცემთ საბაბს, რომ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს, ჩიხში შეიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ეს გადააბრალოს ოპოზიციას, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალურო მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო კომისიის შექმნას და ამის შემდეგ დატოვებენ სხდომას. მისივე თქმით, სხვა საკითხების განხილვაში „ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობას არ მიიღებს და კომისიის შექმნის მხარდაჭერის შემდეგ კვლავ ბოიკოტს განაგრძობს.

„ვინაიდან შეთანხმების ნაწილი იყო საკონსტიტუციო პროცესის მხარდაჭერა, მათ შორის, ყველა იმ პროცედურის, რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების სამართლებრივად წინ გაწევისას, ამის ერთ- ერთი ნაწილია საკონსტიტუციო კომისიის შექმნა. ამიტომ ჩვენ მხარს დავუჭერთ და არ შევაფერხებთ განხილვების მსვლელობას. ჩვენ წესიერად ვასრულებთ ამ შეთანხმების ყველა პირობას და არ მივცემთ „ქართულ ოცნებას" საბაბს, რომ ხალხი და საერთაშორისო პარტნიორები მოატყუოს, ჩიხში შეიყვანოს საკონსტიტუციო ცვლილებები და შემდეგ ეს გადააბრალოს ოპოზიციას. ამავე დროს ეს პროცესი ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და ეს პროცესი ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს. ჩვენ მხარს დავუჭერთ დღეს კომისიის შექმნას და დავტოვებთ სხდომას. ერთადერთ საკითხზე შევდივართ,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო