ანა დოლიძე კრიზისული ვითარებისას, პირველადი მოხმარებისა და საკვებ პროდუქტებზე მომწოდებლების მიერ ფასების მომატების წინააღმდეგ ცვლილებების ინიცირებას ითხოვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე კრიზისული ვითარების დროს პირველადი მოხმარებისა და საკვებ პროდუქტებზე მომწოდებლების მიერ ფასების მომატების წინააღმდეგ საქართველოს კანონმდელობაში ცვლილების ინიცირებას ითხოვს. დოლიძის განმარტებით, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს წინამდებარე პერიოდთან შედარებით პირველადი მოხმარებისა და საკვებ პროდუქტებზე ფასები გაუმართლებლად, 10%- ის ოდენობით მოიმატებს, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, შემოვიღოთ ჯარიმა და მექანიზმი, როდესაც გაზრდილი თანხა მოქალაქეებს დაუბრუნდებათ.

„ჩვენ გვერდში ვუდგავართ საქართველოს მოქალაქეებს და ხალხს, რომ ერთად შედარებით მსუბუქად გავუმკლავდეთ იმ სიდუხჭირეს და პრობლემებს, რომელსაც მოიტანს კორონავირუსი. ამასთან დაკავშირებით დავინახეთ მნიშვნელოვანი გამოწვევა და წუხილი ჩვენს მოქალაქეებში, რომ იზრდება სამომხმარებლო პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პროდუქციაზე ფასები. ეს ხდება მიუხედავად იმისა, რომ მომწოდებლები და სახელმწიფო გვეუბნება, რომ მარაგი პირველადი მოხმარების ნივთების საკმარისია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს შეთავაზება რომელიც აპრობირებულია და მიღებულია მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში და მათ შორის აშშ-ს 2/3 - ში, ანუ უმრავლეს შტატებში. როდესაც იქ ცხადდება საგანგებო მდგომარეობა არსებობს კონკრეტული სანქცია, თუ პირველადი პროდუქტის მიმწოდებლები ბოროტად იყენებენ კრიზისს და საგანგებო მდგომარეობას და ფასები წინარე პერიოდთან შედარებით 10% - ით იზრდება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, აღნიშნული მოდელი განასხვავებს კეთილსინდისიერ საქმოსნებს იმ პირებისგან, რომლებიც არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ კრიზისული ვითარებით. ანა დოლიძე ამ ინიციატივას პარლამენტს გუნდთან ერთად კვირის ბოლომდე საკანონმდებლო წინადადების სახით შესთავაზებს.

„ასეთ შემთხვევაში გთავაზობთ გამოვყოთ ეს მოდელი და საქართველოს კანონმდებლობაში საგანგებო მდგომარეობის შესახებ და ანტიმონოპოლიური სერვისების შესახებ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილება. მე ამ ცვლილებებზე ვიწყებ მუშაობას, რომლის მიხედვითაც, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს წინამდებარე პერიოდთან შედარებით პირველადი მოხმარების და საკვებ პროდუქტებზე მოიმატებს ფასები გაუმართლებლად, 10%-ის ოდენობით ასეთ კრიზისულ ვითარებაში ჩვენ უნდა შემოვიღოთ ჯარიმა და მექანიზმი, როდესაც გაზრდილი თანხა მოქალაქეებს დაუბრუნდებათ. ეს არის მოდელი, რომელიც განასხვავებს კეთილსინდისიერ საქმოსნებს და იმ პირებს, რომლებიც არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ კრიზისული ვითარებით და განსაკუთრებულ ტვირთს აკისრებენ ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას. ამ ინიციატივას ჩემს გუნდთან ერთად კვირის ბოლომდე საკანონმდებლო წინადადების სახით შევთავაზებ პარლამენტს,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა