საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას ეკონომიკის სტიმულირების გეგმაში შესწორებებს სთავაზობს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მთავრობას ეკონომიკის სტიმულირების გეგმაში შესწორებებს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო პალატიდან აცნობეს, ICC-Georgia მიესალმება მთავრობის დროულ, პროფესიონალურ და ეფექტიან მუშაობას როგორც კოვიდ-19 გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ასევე დეტალურად შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის წარდგენას, რათა დაეხმაროს პანდემიისგან გამოწვეული მიზეზებით დაზარალებულ ბიზნესს რთული პერიოდის გადალახვაში.

„კოვიდ-19 (COVID-19) პანდემია სერიოზულ გავლენას მოახდენს ზოგადად საქართველოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ეს ტურიზმის სექტორს შეეხება.

ICC-Georgia მიესალმება მთავრობის დროულ, პროფესიონალურ და ეფექტიან მუშაობას როგორც კოვიდ-19 გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ასევე დეტალურად შემუშავებული ეკონომიკის სტიმულირების პაკეტის წარდგენას, რათა დაეხმაროს პანდემიისგან გამოწვეული მიზეზებით დაზარალებულ ბიზნესს რთული პერიოდის გადალახვაში.

სტიმულირების გეგმის ერთ-ერთი კომპონენტია მთავრობის მიერ დაახლოებით 2000 სასტუმროს ექვსი თვის საბანკო პროცენტის სუბსიდირება.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ყველა სასტუმრო თანაბრად განიცდის ეკონომიკურ ვარდნას, ზოგიერთ სასტუმროს არ გააჩნია საბანკო ვალდებულებები, რაც ცალსახად გულისხმობს იმას, რომ ეს კონკრეტული ბენეფიტები ამ სასტუმროებს არ შეეხება.

იმისათვის რომ ყველა თანაბარი პირობებით სარგებლობდეს, ICC-Georgia თვლის, რომ სასტუმროებს უნდა მიეცეთ არჩევანის უფლება თავად გადაწყვიტონ მთავრობის მიერ 6 თვის საბანკო პროცენტის სუბსიდირება სურთ თუ სამი თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა. მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი იქნებოდა თანაბარი საბრძოლო პირობების შექმნა საქართველოში ოპერირებადი ყველა სასტუმროსთვის.

მთავრობას შეუძლია მარტივად დააკომპენსიროს კომუნალური გადასახადები, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწორებელი კომპანიებისთვის ამ თანხის საგადასახადო ვალდებულებებიდან გაქვითვით.

საერთაშორისო სავაჭრო პალატა იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდება ამ შეთავაზებას, რომელიც ერთნაირად დაეხმარება ყველას სასტუმროს.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის ყველაზე დიდი და ყველაზე ვოკალური გლობალური ბიზნეს ორგანიზაცია ქვეყანაში; იგი მოიცავს 350 კორპორატიულ და ახალგაზრდულ წევრებს და 28 ბიზნეს ასოციაციას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს 6.5 მილიონზე მეტ ბიზნესსა და სავაჭრო პალატას. ICC გლობალურ დონეზე რეგულარულად თანამშრომლობს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და გაერო”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა