ნინო ქადაგიძე - ვერავისგან მივიღებ შენიშვნას, რომ მე ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი

თქვენ სასამართლოს სახე უნდა იყოთ და ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა, თქვენი და ჩემი სტუდენტები გიყურებდნენ, როდესაც გასაუბრების პროცესში ასეთი ფუნდამენტური შეცდომები დაუშვით, - ამ სიტყვებით კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მიმართა. გიორგი მშვენიერაძემ ნინო ქადაგიძეს ის თემები და კითხვები შეახსენა, რასაც მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ჩატარებულ გასაუბრებაზე ვერ უპასუხა. გიორგი მშვენიერაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს კითხვით მიმართა, რამდენად გაიზრდება სასამართლოსადმი ნდობა, თუკი ამ შეცდომების ფონზე მაინც აირჩევა დასახელებულ თანამდებობაზე.

„ადმინისტრაციულ სამართალთან დაკავშირებით თქვენს კომპეტენციაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ მოსმენის პროცესში იყო ისეთი ფუნდამენტური კითხვები, რომლებსაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებიც პასუხობენ. თქვენ სასამართლოს სახე უნდა იყოთ და ამავდროულად, ახალგაზრდა თაობა, თქვენი და ჩემი სტუდენტები გიყურებდნენ, როდესაც გასაუბრების პროცესში ფუნდამენტური შეცდომები დაუშვით. რამდენად გაზრდის სტუდენტების ან მომავალი იურისტების ნდობას სასამართლოსადმი ამის შემდეგ თქვენი უზენასი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევა? „ - ჰკითხა მშვენიერაძემ ნინო ქადაგიძეს.

თავის მხრივ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით საკმაოდ კომპეტენტურია, თუმცა სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა არ აქვს. ქადაგიძის თქმით, ის მოსამართლეების კონკრეტული მიმართულებებით სპეციალიზაციის მომხრეა და როგორც თავად აღნიშნა, არ აქვს იმის სურვილი, რომ სისხლის სამართლისა და საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა ჰქონდეს.

„დღეს რომ მე თქვენ ადმინისტრაციული სამართლის თვალსაზრისით რაღაც კითხვა დაგისვათ, შეიძლება ბევრ რამეზე ვერ მიპასუხოთ. ამას რატომ ვამბობ იცით? მე ვფიქრობ და მჯერა, რომ მხოლოდ ვიწრო სპეციალიზაციით განვითარებული მოსამართლე შეძლებს მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების უზრუნველყოფას. 25 წლის განმავლობაში სისხლის სამართალს არ შევხებივარ და შეიძლება რაღაც მომენტები სისხლის სამართლიდან არ მახსოვდეს იმიტომ, რომ მე ყოველთვის მსურდა ძლიერი სპეციალისტი ვყოფილიყავი ჩემს დარგში. ვერავისგან ვერ მივიღებ შენიშვნას, რომ მე ჩემს დარგში არ ვარ კვალიფიციური სპეციალისტი. აქვე გიდასტურებთ, რომ მე არასდროს, არცერთ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ სისხლის სამართალი ვიცი, არცერთ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ მე ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს ღრმა და ძლიერი სპეციალისტი. ბუნებრივია, ზოგადი წარმოდგენა მაქვს როგორც კონსტიტუციაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ისე სისხლის სამართალზე და მის ძირითად პრინციპებზე, მაგრამ მე სურვილიც არ გამაჩნია ამ დარგში სიღრმეებში შევიდე. რადგან ერთი მიმართულება ავიღე, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია იმ სწორედ იმ მიმართულებით მივაღწიო ჩემს სრულყოფილებას. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ხარისხიანი გადაწყვეტილებები შეიძლება მივიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსამართლე ღრმად არის გაცნობიერებული იმ დარგში, რომელშიც ის გადაწყვეტილებას იღებს,“ - განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს