პაკისტანის პრემიერი - მე სიღარიბე და შიმშილი მაშფოთებს - მდიდარმა ქვეყნებმა განვითარებად ქვეყნებს ვალები უნდა ჩამოაწეროს

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის თქმით, ის შიშობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამ შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკა გაანადგუროს. ის მდიდარ ქვეყნებს მოუწოდებს ჩამოაწეროს ვალები უფრო ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებს.

„მე სიღარიბე და შიმშილი მაშფოთებს. მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იფიქროს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც მაგალითად, ჩვენ ვართ, ვალები ჩამოეწეროს. ეს სულ მცირე დაგვეხმარება იმაში, რომ კორონავირუსს გავუმკლავდეთ“,-აღნიშნა იმრან ხანმა „ესოშიეითედ პრესთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, პაკისტანში თუ სერიოზული გავრცელება მოხდება, ამან შეიძლება ეკონომიკური უკუსვლა გამოიწვიოს, რომლის დროსაც სახელმწიფო ვალი უდიდესი ტვირთი იქნება.

„ეს მხოლოდ პაკისტანს არ ეხება. იგივეს ვიტყოდი ინდოეთზე, აფრიკულ ქვეყნებზე. თუ ის გავრცელდება, ჩვენ ყველას პრობლემა გვექნება ჯანდაცვის მომსახურებაზე. ჩვენ უბრალოდ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ჩვენ ამის რესურსები არ გვაქვს“,-აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, პაკისტანში ამ დროის მონაცემებით, კორონავირუსის 184 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს