გიორგი მშვენიერაძე - როგორ შეიძლება, რამდენიმე კონფერენცია ისე ჩატარდეს, გადაწყვეტილებისას მოსამართლეთა შორის საბჭოთა კომუნისტური პარტიისთვის დამახასიათებელი ერთსულოვნება იყოს?

როგორ შეიძლება, რამდენიმე კონფერენცია ისე ჩატარდეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლეთა შორის საბჭოთა კომუნისტური პარტიისთვის დამახასიათებელი ერთსულოვნება იყოს? დემოკრატიებში ხომ ასე არ ხდება? - ამ კითხვით კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა გიორგი მშვენიერაძემ უზენასი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს მიმართა.

მშვენიერაძემ ნინო ქადაგიძეს სასამართლო სისტემაში არსებული ე. წ. კლანის შესახებ დაუსვა კითხვა. მან თავმჯდომარეობის კანდიდატს სთხოვა განემარტა, რას გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოების ნაწილმა სასამართლო სისტემაში „კლანური მმართველობის“ არარსებობის შესახებ დაიჯეროს.

„ჩვენი საზოგადოების ნაწილი წუხს სასამართლო სისტემაში არსებულ მმართველობის ფორმაზე. ჩვენ შეიძლება გარკვეულ ტერმინებზე ვერ შევთანხმდეთ. ჩვენ შეიძლება სასამართლო სისტემაში გარკვეულ გავლენიან ჯგუფს კლანი ვუწოდოთ, თქვენ შეიძლება ამ ლექსიკას არ იყენებდეთ, მაგრამ ამის მიუხედავად, ვსაუბრობთ ერთსა და იმავე ჯგუფზე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ფლობს სასამართლო ხელისუფლებაში. ეს ჯგუფი მუდმივადაა წარმოდგენილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეებად, თავმჯდომარის მოადგილეებად და ა. შ. მათ ძირითადად აკავშირებთ ყოფილი თანამშრომლობა სხვა უწყებებში. ბოლო კონფერენციაში საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. განსხვავებული აზრის არარსებობა, კანდიდატების ალტერნატივების არარსებობა ან არსებობის შემთხვევაში, მათდამი ნულოვანი მხარდაჭერის შედეგი, თქვენთვის კითხვებს არ აჩენს? დემოკრატიებში ეს ასე ხდება? როგორ შეიძლება, რამდენიმე კონფერენცია ისე ჩატარდეს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსამართლეთა შორის საბჭოთა კომუნისტური პარტიისთვის დამახასიათებელი ერთსულოვნება იყოს? დემოკრატიებში ხომ ასე არ ხდება და ამას როგორ აგვიხსნიდით? ჩვენ, საზოგადოების ნაწილი რომ ვთვლით, სასამართლო კლანურად იმართება, ამას გამოწვევად თუ აღიქვამთ და რას აპირებთ ამის დასაძლევად?“ - ჰკითხა მშვენიერაძემ ნინო ქადაგიძეს.

დასმული კითხვის საპასუხოდ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ მას თავის კოლეგებზე ასეთი ცუდი წარმოდგენა არ აქვს.

„მე ნამდვილად არ ვარ ჩემს კოლეგებზე ისეთი ცუდი წარმოდგენის მქონე, რომ ვიფიქრო, მათ არ ჰყოფნით გამბედაობა, საჭიროების შემთხვევაში დაასახელონ კანდიდატურა. სიმართლე გითხრათ, მე თვითონ არ მქონია იმის სურვილი, რომ საბჭოს წევრი ვყოფილიყავი. გარდა ამისა, კონფერენცია ირჩევს საბჭოს წევრებს და როგორ გგონიათ, მოსამართლეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებს, არ ჰყოფნის იმის გამბედაობა, რომ საკუთარი კანდიდატურა დაასახელოს? მე ჩემს კოლეგებზე ასეთი წარმოდგენის ნამდვილად არ ვარ,“ - განაცხადა ქადაგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო