ანა დოლიძე - ნინო ქადაგიძე არის იმ რეჟიმის სიმბოლო, რომელთან საბრძოლველად მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში

ნინო ქადაგიძე არის იმ რეჟიმის სიმბოლო, რომელთან საბრძოლველად მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეზე საუბრისას განაცხადა.

დოლიძის თქმით, ნინო ქადაგიძე იყო ერთ-ერთი პირველი მოსამართლე, რომელიც „კლანმა მისი მორჩილების და სისტემის მსახურობის გამო დააწინაურა.“

„ნინო ქადაგიძის პიროვნება არის გამოსავალი, რომელიც ხელისუფლებამ იპოვა ამ ეტაპზე, ვინაიდან მძაფრად იყო გაკრიტიკებული შალვა თადუმაძის კანდიდატურა. თუმცა, თავად ნინო ქადაგიძე არის სიმბოლო იმ რეჟიმის, რომელთან საბრძოლველად მოვიდა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. ნინო ქადაგიძე გვერდიგვერდ, ერთ პალატაში მუშაობდა მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად, ნინო ქადაგიძე იყო მიხეილ ჩინჩალაძის მთავარი დასაყრდენი ძალა უზენაეს სასამართლოში ე.წ. სისხლიანი 9 წლის დროს. ამის შემდეგ ის იყო ერთ-ერთი პირველი მოსამართლე, რომელიც „კლანმა“ დააწინაურა მისი მორჩილების და სისტემის მსახურების გამო. ნინო ქადაგიძე იქნება ზეკომფორტული ადამიანი ყველა ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ სასამართლოში ყოფნის უამრავი წლის განმავლობაში მას არცერთხელ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ხმა არ ამოუღია. როგორც ჩანს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასეთი სანდო და გათვლადი კადრი აერჩია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს