ნენსკრა ჰესი – მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანიამ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ-მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა

ნენსკრა ჰესის მშენელობის მთავარ ფაზაზე გადასვლამდე, კომპანია „ნენსკრა ჰიდრომ“ მხოლოდ 2019 წელს $20 მლნ–მდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნენსკრა ჰიდრო“ ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ეს თანხა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და კვლევებს მოხმარდა.

გარდა ამისა, კომპანიის ცნობით, მხოლოდ 2019 წელს მათ მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში 4 მლნ ლარის გადასახადებია შეტანილი. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს საქართველო მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის იმპორტზე. მათივე ინფორმაციით, ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში გაშვებიდან საქართველოს დამატებით 1,2 მლრდ კვტ/სთ ენერგიას მიაწვდის.

„2019 წელი არცთუ მარტივი იყო „ნენსკრა ჰიდროსთვის“, ვინაიდან 2018 წელს პროექტი ძირითადმა სამშენებლო კომპანიამ დატოვა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხელახალი ტენდერი ჩატარდა, რომლის შედეგად გამოიკვეთა სამი პრეტენდენტი, მათგან ერთ-ერთი საუკეთესო წინადადებაც გამოკვეთილია და უახლოეს მომავალში დასახელდება გამარჯვებული კონტრაქტორი.

თუმცა, აღნიშნულ ცვლილებებს პროცესი არ შეუფერხებია – მოსამზადებელი სამშენებლო სამუშაოები „ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან“ ერთად დღესაც მიმდინარეობს. 9 ხიდი და 40 კმ-მდე გზის მონაკვეთი შენდება, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახალ კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ძირითად სამუშაოებზე გადასვლა, სავარაუდოდ, გაზაფხულზე დაიწყება. საუბარია, 120 მეტრის სიმაღლის კაშხლის, 30 კმ-მდე სიგრძის გვირაბისა და ძალოვანი კვანძის აგებაზე,“ - ნათქვამია „ნენსკრა ჰიდროს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, 2020 წლის განმავლობაში ყველა ძირითადი კვანძის მშენებლობა დაიწყება, მათ შორის, ძირითადი გვირაბი, კაშხლის ფუნდამენტი, ბეტონის ქარხნები და სხვა დამხმარე საშუალებები. 2020 წლის ბოლოსთვის დაგეგმილია პირველი გვირაბის გათხრა, რაც პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.

მეგაპროექტის თითოეული კომპონენტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაცია წარმოადგენს. ამ ნაწილში „ნენსკრა ჰიდროს“ ჩართული ჰყავდა გამოცდილი საერთაშორისო ორგანიზაციები შვეიცარიიდან, იაპონიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან. ქართველ სპეციალისტებთან ერთობლივი მუშაობით შეიქმნა ერთიანი დოკუმენტი - ნენსკრა ჰესის პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩამოტვირთოს და გაეცნოს. დოკუმენტში დეტალურად არის აღწერილი გარემოსდაცვითი ყველა რისკი და ამ რისკების მინიმიზაციის ღონისძიებები,“- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნენსტკა ჰიდროში“ ასევე განმარტავენ, რომ მათ ძირითად ფუნქციას იმპორტირებული ტარიფის ჩანაცვლება წარმოადგენს და ფუნქციონირებაში სახელმწიფოს მონაწილეობა და კონტროლი დიდია.

ნენსკრა ჰესის პროექტი განსხვავებულია ამ ტიპის პროექტებისგან. კომპანიამ მთავრობას კიდევ ერთი მოქნილი მექანიზმი შესთავაზა, რომლის საშუალებითაც, მთავრობა ტარიფის რეგულირებას პროექტის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს. რაც შეეხება გავლენას სამომხმარებლო ტარიფზე, ეს იქნება მინიმალური, რაც ვერ გადაწონის იმ პრობლემას, რასაც ქვეყნის იმპორტდამოკიდებულება ეწოდება – იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფთან შედარებით, „ნენსკრას“ ტარიფი ყოველთვის კონკურენტუნარიანი იქნება. ნენსკრა ჰესი არის ადგილობრივი გენერაციის წყარო, მოხმარდება საქართველოს და დარჩება საქართველოში. ელექტროენერგია ქვეყნიდან იმ შემთხვევაში გავა თუ ჭარბი გენერაცია იქნება, თუ არა და ის საქართველოს მოთხოვნას მოხმარდება,“- განაცხადეს კომპანიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა